ქუთაისის მერიის კახიანაურის მუნიციპალიტეტის  თანამშრომელი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს

ქუთაისის მერიის კახიანაურის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით, ქუთაისის მერიის კახიანაურის მუნიციპალიტეტის მოქმედი თანამშრომელი კობა ო. დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელ სახლში, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ჩხრეკა ჩაატარეს, საიდანაც "აკს-ის" სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, სამი მჭიდი და 237 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.