კინოთეატრ „რუსთაველში“ თიბისი ბანკის კინოპროექტის „20 წელი/12 თვე“   კინემატოგრაფისტი გამოვლინდება

კინოთეატრ „რუსთაველში“ თიბისი ბანკის კინოპროექტის „20 წელი/12 თვე“ კინემატოგრაფისტი გამოვლინდება

5 იანვარს, 22:00 საათზე, კინოთეატრ „რუსთაველში“ თიბისი ბანკის კინოპროექტის „20 წელი/12 თვე“ მონაწილეებს შორის ხუთი საუკეთესო კინემატოგრაფისტი გამოვლინდება.

ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებს დააჯილდოვებენ თიბისი ბანკის დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე და კულტურის მინისტრი, გურამ ოდიშარია.

 კინემატოგრაფისტების ნამუშევრებს შეაფასებს პროფესიონალთაგან დაკომპლექტებული ჟიური, რომელიც გამოავლენს გამარჯვებულებს შემდეგ ნომინაციებში:

 საუკეთესო სცენარისტი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო მხატვარი, საუკეთესო ოპერატორი, საუკეთესო კომპოზიტორი

 ჟიურის შემადგენლობაა: შტეფან შტოლცი (პროდუსერი, გერმანია), გიორგი ოვაშვილი (რეჟისორი), არჩილ შუბაშვილი (კინომცოდნე), კოტე ჯანდიერი (მწერალი, სცენარისტი), მიშა მდინარაძე (კომპოზიტორი), გიორგი ბერიძე (ოპერატორი), გოგი მიქელაძე (მხატვარი).

 „20 წელი/12 თვე“ თიბისი ბანკის საიუბილეო პროექტია, რომლის ფარგლებში 60-მა ახალგაზრდა კინემატოგრაფისტმა შექმნა 12 მოკლემეტრაჟიანი ფილმი წელიწადის 12 თვეზე. ფილმის პრემიერა შედგა თიბისი ბანკის დაბადების დღეს, 17 დეკემბერს.

 დაჯილდოვებამდე, კინოთეატრ „რუსთაველში“. 20:00 საათზე გაიმართება ფილმის ჩვენება, რომელზეც მოწვეული იქნებიან კინოპროფესიონალები, ფილმის სამხატვრო ხელმძღვანელები, ნანა ჯორჯაძე და ნანა ჯანელიძე, პროექტში მონაწილე კინემატოგრაფისტები და ა.შ.

  ფილმის დასრულების შემდეგ შედგება საჯარო დისკუსია ფილმებთან დაკავშირებით.

დისკუსიის შემდეგ კი 8 კაციანი ჟიური გადაწყვეტს, თუ ვინ იქნება 5 გამარჯვებული კინემატოგრაფისტი სხვადასხვა ნომინაციების მიხედვით.