ბრაზილიის ქალაქის მერს ვირზე ჯდომისთვის გაასამართლებენ

ბრაზილიის ქალაქის მერს ვირზე ჯდომისთვის გაასამართლებენ

ბრაზილიის ერთ–ერთი ქალაქის პასა–სეტის ახალ მერს ვანდერლეი ბატისტას იმისთვის გაასამართლებენ, რომ ის თავის ინაუგურაციაზე ... ვირით გამოცხადდა.

BBC News-ის ინფორმაციით, ბატისტა საარჩევნო კამპანიას ვირზე გადამჯდარი ატარებდა,ის და მისი თანამოაზრეები კი მაისურებით დადიოდნენ, რომელზეც ეს ცხოველი იყო გამოხატული.გამოცემის თანახმად, ბატისტამ პირობა დადო,რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ის საკუთრ ინაუგურაციაზე ვირით გამოცხადდებოდა და პირობა შეასრულა.

ქალაქის მოსამართლემ გარდა იმის,რომ ქალაქის თავს 250 დოლარის ჯარიმა გამოუწერა, მოითხოვა აღიძრას საქმე მერის წინააღმდეგ, რადგან მოსამართლის განცხადებით, ვირზე ჯდომით ქალაქის მერმა დემოკრატია შეურაცხყო.