ღარიბაშვილი: ნარკოლოგიურ შემოწმებას შს სამინისტროს ყველა თანამშრომელი ჩაიტარებს

ღარიბაშვილი: ნარკოლოგიურ შემოწმებას შს სამინისტროს ყველა თანამშრომელი ჩაიტარებს

შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნარკოლოგიური შემოწმება გაიარა. ამის შესახებ სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია მითითებულილ. შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად ნარკოლოგიური შემოწმება მინისტრის ყველა მოადგილემ ნარკოლოგიური ტესტი საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურის II განყოფილებაში ჩაიტარეს.

 სამინისტროს ინფორმაციით, ტესტირებამ აჩვენა, რომ არც ერთი მათგანის ორგანიზმში ნარკოტიკული ნივთიერების კვალი არ აღმოჩნდა.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ასეთი შემოწმება სამინისტროს ყველა თანამშრომელმა უნდა გაიაროს.

ირაკლი ღარიბაშვილმა სხვა სამინისტროების ხელმძღვანელებს მოუწოდა, ანალოგიური აქცია თავიანთ უწყებებში ჩაატარონ.