ლეონ პანეტამ სერჟანტ გიორგი კიკაძის ოჯახს მიუსამძიმრა

ლეონ პანეტამ სერჟანტ გიორგი კიკაძის ოჯახს მიუსამძიმრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიასა და აშშ-ის თავდაცვის მდივანს ლეონ პანეტას შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ლეონ პანეტამ ღრმა მწუხარება გამოთქვა ISAF-ის მისიაში სერჟანტ გიორგი კიკაძის გარდაცვალების გამო და  ქართველ კოლეგას პირადად სთხოვა, აშშ-ის მთავრობის სახელით,  გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახს მიუსამძიმროს.     

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ მხარს უჭერს და აფასებს საქართველოს კონტრიბუციას საერთაშორისო ოპერაციებში. ლეონ პანეტამ ქართველი სამხედროების მამაცობასა და პროფესიონალიზმზეც გაამახვილა ყურადღება.

სატელეფონო საუბრისას, მხარეებმა ასევე ისაუბრეს საერთაშორისო მისიებში თანამშრომლობის საკითხებზე. ირაკლი ალასანიას თქმით, საქართველო კვლავ რჩება აშშ-ის სანდო პარტნიორად. ქართველი სამშვიდობოები ავღანეთში მისიის დასრულებამდე დარჩებიან და ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალებს 2014 წლის შემდეგ პოსტ-ISAF-ის პერიოდშიც დაეხმარებიან.