ლევან ბერძენიშვილი: 2012 წელს სერიოზული ბრძოლა გვიწევდა, რომელშიც გავიმარჯვეთ

ლევან ბერძენიშვილი: 2012 წელს სერიოზული ბრძოლა გვიწევდა, რომელშიც გავიმარჯვეთ

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის 2012 წელი უაღრესად წარმატებული იყო, რომელიც საქართველოს გამარჯვებით 1-ელ ოქტომბერს დასრულდა.

ამის შესახებ from.ge-ს 2012 წლის შეფასებისას, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბერძენიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ეს წელი, ყველაზე წარმატებული  იყო პარტიისთვის „რესპუბლიკელები“ ასევე კოალიციისთვის.

 „საქართველოს ისტორიაში, ხელისუფლების ცვლა ძალადობის გარეშე პირველად განხორციელდა. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებზე დარღვევები იყო, მაინც მოხერხდა ისე, რომ ხალხის ნება გაფორმდა. ეს იყო პირველი ევროპული ტიპის გადასვლა სივრცეზე, რამაც აჩვენა, რომ ჩვენი საზოგადოება და პოლიტიკური ძალები გაიზარდნენ. რაც მთავარია გამარჯვება  საქართველოს ჰქონდა. წარმატებული იყო თვითონ პროექტი - თუ როგორ დაიგეგმა, როგორ შეიქმნა კოალიცია, როგორ ვიმუშავეთ  და როგორ დაამარცხა ხელისუფლება, რომლის ხელშიც ყველა რესურსი იყო.  სერიოზული ბრძოლა გვიწევდა, რომელშიც გავიმარჯვეთ“, - განაცხადა დეპუტატმა.

რაც შეეხება იმას ახალ წელს დეპუტატი თუ სად ხვდება, კანონმდებელი ამბობს, რომ მას ტრადიცია აქვს, რომ ახალ წელს ოჯახში შეხვდეს.

„ახალ წელს, ოჯახში ვხვდებით. ახალი წლის დადგომიდან 15 წუთის შემდეგ, ჩემთან ჩემი ნათლული გივიკო მოდის, რომელსაც შესანიშნავი ფეხი აქვს. გივიკომ შარშან განაცხადა, რომ გამარჯვება მომეტანოსო და მოიტანა კიდეც. 1-ელ იანვარს კი, ჩემთან თავს ახლო ნათესავები იყრიან“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.