აკაკი ბობოხიძის ძმა პროკურატურაში დაიბარეს

აკაკი ბობოხიძის ძმა პროკურატურაში დაიბარეს

წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატის აკაკი ბობოხიძის ძმა ლევან ბობოხიძე ქუთაისის საოლქო პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს.

ამ დროისათვის უცნობია, თუ რა კითხვები აქვს გამოძიებას ლევან ბობოხიძესთან.

სავარაუდოდ, ლევან ბობოხიძესთან გამოძიებას წინასაარჩევნოდ ხონში მომხდარ ინციდენტებზე ექნება შეკითხვები.

ლევან ბობოხიძე „ნაციონალური მოძრაობის" ხონის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეა. ქუთაისის საოლქო პროკურატურაში მას დღესვე ელოდებიან.