ციხეებს დღეს 15 მსჯავრდებული დატოვებს

ციხეებს დღეს 15 მსჯავრდებული დატოვებს

სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დღეს 15 მსჯავრდებული დატოვებს. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, პატიმრები პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების ადგილობრივი საბჭოების გადაწყვეტილებით დატოვებენ ციხეებს, მათ შორისაა პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე ჯონი ბაბილოძე, რომელიც ე.წ. მატროსოვის ციხიდან რამდენიმე წუთში გათავისუფლდება.

ამასთან, სამინისტროს ცნობით, ჯანდაცვისა და სასჯელაღსრულების სამინისტროების უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებით, ქალთა #5 რუსთავის დაწესებულებას 5 ხანდაზმული პატიმარი ქალი დატოვებს.