თბილისის რამდენიმე უბანს წყლის მიწოდება დღის ბოლომდე აღუდგება

თბილისის რამდენიმე უბანს წყლის მიწოდება დღის ბოლომდე აღუდგება

თბილისში გარკვეულ უბნებს წყლის მიწოდება დღის ბოლომდე აღუდგება. კომპანია „უოთერ ენდ ფაუერის" ცნობით, საგურამოში 1500მმ-იან წყალმდენზე საავარიო ბრიგადები 28 დეკემბერის შემდეგ უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. მეწყერის ჩამოწოლის გამო ბრიგადებს რთულ პირობებში უწევდათ მუშაობა. ამ დროისთვის ხდება დაზიანებული მილის შედუღებისა და ჩაცემენტების სამუშაოები, რომელიც დღის ბოლომდე დასრულდება და საახალწლოდ მოსახლეობა წყალს შეუზღუდავად მიიღებს.

„კომპანიაში ძალიან ცდილობდნენ, რომ წყალმდენზე მომხდარი უმოკლეს დროში აღმოფხვრილიყო, თუმცა გარკვეული სირთულეების გამო ეს შეუძლებელი გახდა. ამჟამად თბილისის უბნებს წყალი გარკვეული გრაფიკით, მონაცვლეობით მიეწოდებათ" - აცხადებენ კომპანიაში.