დარჩიაშვილი: ახალ წელს ჩვენს ჯარისკაცებთან ერთად ავღანეთში შევხვდები

დარჩიაშვილი: ახალ წელს ჩვენს ჯარისკაცებთან ერთად ავღანეთში შევხვდები

2012 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმატებაზე საუბარი, როდესაც არჩევნებში დავმარცხდით, ცოტა გადაჭარბებული იქნება.

ამის შესახებ from.ge-ს მიმდინარე წლის შეფასებისას, საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერმა ლიდერმა, დავით დარჩიაშვილმა განუცხადა.

კანონმდებელის განცხადებით, 2012 წელი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მოცდის   წელი იყო, ხოლო 2013 წელი  ქვეყნისთვის გამოცდის წელი იქნება.

„ეს წელი გამოცდის წელი იქნება, რადგან რთულ ეტაპზე შევედით, სადაც გაირკვევა წინ წავალთ, როგორც მივდიოდით - თუ სადღაც გვერდზე ან უკან ავღმოჩნდებით“, - დასძინა დეპუტატმა.

რაც შეეხება იმას, დეპუტატი თუ სად შეხვდება ახალ წელს, დარჩიაშვილი აცხადებს, რომ ის ახალ წელს, ქართველ  ჯარისკაცებთან ერთად ავღანეთში შეხვდება.