თაკო სალაყაია დაკითხვაზე ადვოკატთან ერთად გამოცხადდა

თაკო სალაყაია დაკითხვაზე ადვოკატთან ერთად გამოცხადდა

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაია პროკურატურაში დაკითხვაზე გამოცხადდა. როგორც უწყებაში შესვლამდე სალაყაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მას უწყება დილით მიუვიდა , თუმცა არ იცის, რა საკითხზეა დაბარებული. 
თაკო სალაყაია პროკურატურაში ადვოკატ გოგიტა გაბაიძესთან ერთად იმყოფება.
 როგორც მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, საქმე ეხება მთაწმინდა-კრწანისის სამმართველოს პოლიციელების ცემის ფაქტს.
"თაკო სალაყაია დაბარებულია საქმესთან დაკავშირებით, რომელიც 2005 წლის 5 იანვარს მთაწმინდა-პოლიციის სამმართველოს თანამშრომლების ცემას შეეხება", - განაცხადეს როკურატურაში.