უსუფაშვილი: ვისურვებდი, რომ უმცირესობის წევრები დაკითხვაზე ცივილიზებულად გამოცხადდნენ

უსუფაშვილი: ვისურვებდი, რომ უმცირესობის წევრები დაკითხვაზე ცივილიზებულად გამოცხადდნენ

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ უმცირესობის წევრების - დავით საყვარელიძის, პაატა ლეჟავასა და როლანდ ახალაიას დაკითხვაზე გამოცხადება, ცივილიზებულად მოხდება და კანონმდებლები ჩვენებას მისცემენ.

როგორც from.ge -ს უსუფაშვილმა განუცხადა, პარლამენტის წევრის დაკითხვაზე დაბარება სრულიად კანონიერი ქმედებაა.

"კონსტიტუციით, დეპუტატი დაკავებისგან და სისხლის სამართლებლივი დევნის პასუხისგებაში მიცემისგან დაცულია, თუმცა, თუ ვინმე ამას აპირებს, წინასწარ პარლამენტის თანხმობაა ასაღები. რაც შეეხება დაკითხვას, ამაზე კანონმდებელი არ არის დაცული. პარლამენტის წევრი ერთადერთი იმითაა დაცული, რომ დასაკითხად მისი ძალით მიყვანა არ შეიძლება. მოქალაქე, როგორც მოწმე დაკითხვაზე თუ არ ცხადდება, სამართალდამცავ ორგანოებს შეუძლიათ სასამართლოს ბრძანებით, ძალით დაკითხვაზე მიიყვანონ, მაგრამ პარლამენტის წევრის დაკითხვაზე ძალით მიყვანა არ შეიძლება. თუ პარლამენტის წევრი ჩვენების მიცემის ვალდებულებას არ ასრულებს, სამართალდამცავებს მისი დაკითხვაზე ძალით წაყვანის უფლება არ აქვთ, მაგრამ თქვენ სწორი ბრძანდებით, რადგან ეს პროცესი დიდხანს ვერ გაგრძელდება. ვისურვებდი, რომ ეს პროცესები ცივილიზებულად მოგვარდეს და დეპუტატები გამოცხადდნენ და ჩვენება მისცენ", - აცხადებს სპიკერი .

შეგახსენებთ, რომ უმცირესობის წევრები დაკითხვაზე არიან დაბარებულნი, მაგრამ ისინი კითხვების საჯაროდ დასმას ითხოვენ და დაკითხვაზე