პრეზიდენტი 26 მაისის აქციის დროს დაღუპული კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლის ოჯახს ესტუმრა

პრეზიდენტი 26 მაისის აქციის დროს დაღუპული კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლის ოჯახს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 26 მაისის აქციის დროს დაღუპული კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლის ოჯახს ესტუმრა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი დათო მასურაშვილის დედასთან და ოჯახის სხვა წევრებთან საუბრისას პარლამენტის მიერ ამნისტიის შესახებ კანონზე ვეტოს დაძლევის საკითხს შეეხო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ქმედებით საქართველოს პარლამენტმა სამარცხვინო პრეცენდენტი შექმნა საშიში დამნაშავეების, მათ შორის მკვლელების, ნარკორეალიზატორებისა და რუსეთის ჯაშუშების გათავისუფლებისა, რომელთა რიცხვშია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლის მკვლელიც.

ვლადიმერ (დათო) მასურაშვილი 2011 წლის 26 მაისის აქციის ორგანიზატორთა ესკორტის ერთ-ერთმა მანქანამ იმსხვერპლა, ამასთან, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლის მკვლელობისათვის მსჯავრდადებული, საქართველოს პარლამენტის მიერ გუშინ მიღებული ამნისტიის შესახებ კანონის საფუძველზე სასჯელისგან გათავისუფლდა.