მექსიკისა და ამერიკის საზღვარზე საიდუმლო გვირაბი აღმოაჩინეს

მექსიკისა და ამერიკის საზღვარზე საიდუმლო გვირაბი აღმოაჩინეს

მექსიკის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, შტატ სონორას საზღვრისპირა ქალაქ ნოგალესის ერთ-ერთ სახლში საიდუმლო გვირაბი იქნა აღმოჩენილი.

გვირაბი ერთ-ერთი სახლის კედლიდან იწყებოდა, რომელსაც ტანსაცმლის კარადა  ეფარებოდა, მისი სიგანე და სიმაღლე  0,8 მეტრს აღწევდა, თუმცა გვირაბი ბოლომდე დამთავრებული არ იყო, თუმცა ვენტილაციით და განათებით კეთილმოწყობილი გახლდათ.

მექსიკელი სამართალდამცავები ეჭვობენ, რომ გვირაბი ნარკოტიკების რეალიზაციისთვის იყო განკუთვნილი. მექსიკელები ხშირად ცდილობენ გვირაბების საშუალებით ამერიკის ტერიტორიაზე მარიხუანასა და  კოკაინის შეტანას. ბოლო წლების განმავლობაში, მექსიკელი სამართალდამცავების მიერ, დაახლოებით 80-მდე ნარკოტიკებისთვის განკუთვნილი  გვირაბია აღმოჩენილი ამერიკის საზღვართან.