სირიელმა ოპოზიციონერებმა მოსკოვში ვიზიტი გადადეს

სირიელმა ოპოზიციონერებმა მოსკოვში ვიზიტი გადადეს

სირიის ოპოზიციის ლიდერის მუაზ ალ-ხათიბის განცხადებით, სირიის ოპოზიციური კოალიცია უარს აცხადებს მოსკოვში ჩამოსვლასა და მოლაპარაკებების გამართავზე.

სირიელი ოპოზციონერები აღშფოთებულნი არიან ოფიციალური მოსკოვის პოზიციით, რომელიც ბაშარ ასადის ხელისუფლებას უჭერს მხარს და ისინი მოსკოვისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ.

დღეს მოსკოვში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და  გაეროს და არაბული სახელმწიფოების ლიგის სპეციალური წარმომადგენელი ლაჰდარ ბრაჰიმი მოლაპარაკებებს გამართავენ სირიის კონფლიქტის დარეგულირების საკითხში. ელოდებოდნენ, რომ ამ შეხვედრას სირიის ოპოზციური კოალიციაც დაესწრებოდა, რომელიც  მისი ჩამოყალიბების დღიდან, დასავლეთმა სირიელი ხალხის ოფიციალურ წარმომადგენლად სცნო, თუმცა მათ მოსკოვში ვიზიტზე უარი განაცხადეს.