ინდოელი გოგონა, რომელზეც ძალადობა ავტობუსში განახორციელეს, გარდაიცვალა

ინდოელი გოგონა, რომელზეც ძალადობა ავტობუსში განახორციელეს, გარდაიცვალა

Reuters-ის ინფორმაციით, სინგაპურის საავადმყოფოში მოთავსებული ინდოელი გოგონა, რომელიც გაუაპტიურების შემდეგ საავადმყოფოში მოხვდა და საშვილოსნოს და თირკემელების გადანერგვა დასჭირდა, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

23 წლის გოგონას, რომელიც მეგობართან ერთად ნიუ-დელიში ავტობუსით მგზავრობდა, თავს დაეხსნენ, იქვე გააპატიურეს, მის მეგობარს სცემეს და შემდეგ პირდაპირ საავტომობილო ტრასაზე გადაყარეს.

ამ ფაქტმა ნიუ-დელიში მასობრივი საპროტეატო აქციები გამოიწვია. მოსახლოება ქალთა უფლებების დაცვას და დამანაშავეთა სიკვდილით დასჯას ითხოვდა.  ვარაუდობენ, რომ გოგონას გარდაცვალების შემდეგ, საპროტესტო აქციები ინდოეთში ისევ გაგრძელდება.