ჩინელებს მოხუცებული მშობლების მონახულებას კანონი დაავალდებულებს

ჩინელებს მოხუცებული მშობლების მონახულებას კანონი დაავალდებულებს

ჩინეთის ხელისუფლებამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც ჩინელებს მოხუცი მშობლების მონახულებას ავალდებულებს. დამქირავებელი ვალდებულია, დაქირავებულს ამ მონახულებისთვის,  დრო გამოუყოს.

თუმცა, კანონში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, მისი არშესრულების შემთხვევაში, რა დაემუქრება კანონის დამრღვევს. კანონში არც იმის შესახებაა მითითებული, რა სიხშირით უნდა მოინახულონ ჩინელებმა მოხუცი ნათესავები. იმ შემთხვევაში, თუ ჩინელი პენსიონერები ჩათვლიან,მ რომ მათ ყურადღება აკლიათ, შეუძლიათ მიმართონ ხელისუფლებას და სასამართლოშიც კი შეიტანონ განცხადება.

ჩინეთში 1996 წლიდან არსებობდა კანონი მოხუცებული ადამიანების  ინტერესებისა და უფლებების დაცვის შესახებ, თუმცა 2013 წელს კანონი უფრო სრულყოფილი გახდა.

ამჟამად ჩინეთში 200 მილიონი პენსიონერია, მათ შორის კი 33 მილიონი ინვალიდია.