იტალიურ ცენტრისტულ კოლაიციას სათავეში მარიო მონტი ჩაუდგება

იტალიურ ცენტრისტულ კოლაიციას სათავეში მარიო მონტი ჩაუდგება

იტალიის ექსპრემიერი მარიო მონტი ოთხსაათაინი მოლაპარაკებების შემდეგ,  იტალიის ცენტრისტულ კოალიციას დასთანხმდა სათავეში ჩასდგომოდა მომავალ საპარლამენტო არჩევენებზე, რომელიც თებერვლის თვეში გაიმართება.  პრესკონფერენციაზე მონტიმ განაცხადა, რომ შეიძლება მას ამიერიდან  „კოალიციის ახალ ლიდერი“ ვუწოდოთ.

მარიო მონტი იტალიის მთავრობას სათავეში 13 თვის მანძილზე ედგა, თუმცა გადადგომის შესახებ მან განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ქვეყნის საბიუჯეტო რეფორმა ყოფილი პრემიერის სილვიო ბერლუსკონეს პარტიის წარმომადგენლებმა ჩაუგდეს.

ვატიკანის ოფიციალური გამოცემა L'Osservatore Romano დადებითად აფასებს მონტის გადაწყვეტილებას და მის დიდ პოლიტიკიაში დაბრუნების შესაძლებლობას.

როგორც მუდმივ სენატორს, მარიო მონტის არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ შეუძლია, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ცენტრისტები არჩვენებში გამარჯვებას მოიპოვებენ, მონტის კვლავ შეუძლია იტალიის მთავრობის სათავეში დაბრუნდეს.