ივანიშვილის გამბიტი

ივანიშვილის გამბიტი

ანალიტიკოსი ნუგზარ გრძელიშვილი 2012 წელს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს აფასებს.

„2012 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებმა გამოხატეს საკუთარი ურყევი ნება, მისცეს რა ხმა ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“. მ.სააკაშვილს, აშშ-ისა და ევროპის გარკვეული წრეების დახმარებით, სურდა არ გაეთვალისწინებინა ქართველი ხალხის ნება, როგორც ეს მან არაერთხელ გააკეთა ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ამით ის ფაქტობრივად საკუთარ ხალხს დაუპირისპირდა.

ამერიკელი და ევროპელი „მეგობრების“ დახმარების მიუხედავად, მ.სააკაშვილმა ვერ მოახერხა ამ მიზნის მიღწევა. ბ.ივანიშვილის ურყევმა და თანამიმდევრულმა პოზიციამ არ მისცა მას  ქართველი ხალხის ნების კიდევ ერთხელ იგნორირების საშუალება.

ქართველი ხალხის წინააღმდეგ გამოცხადებული ბრძოლის მეორე ეტაპზე, მ.სააკშვილმა გამოიყენა ახალი სტრატეგია. ის ცდილობდა შეექმნა ქვეყანაში კრიზისის ილუზია, საკუთარ თავს უფლება მისცა განეხორციელებინა აგრესიული ქმედებები საქართველოს ახალი მთავრობის წინააღმდეგ, ახდენდა სამთავრობო კრიზისის პროვოცირებას.

სააკაშვილის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ა.წ. აპრილში, როდესაც ის მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, მიიღებდა ამის უფლებას,  დაეთხოვა პარლამენტი და მთავრობა.  შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ კი პარლამენტის თანხმობის გარეშე დაენიშნა საკუთარი მთავრობა, რომელსაც არ ექნებოდა ქართველი ხალხის მიერ მინიჭებული ლეგიტიმაცია.

ბ.ივანიშვილის მიერ გაჟღერებული ინიციატივა წერტილოვან და მომაკვდინებელ დარტყმას აყენებს სააკაშვილის ზრახვებს. მის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები ქართველ ხალხს უბრუნებს ძალაუფლების წყაროს. ამ კონსტიტუციური ცვლილებეის შედეგად სააკაშილი საბოლოოდ ჩამოყალიბდება პოლიტიკურ ფანტომად.

ამის პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობის“ იმ წევრებს, რომლებიც არ არიან მხილებული განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენაში და რომელებიც ასრულებდნენ ე.წ. ჭანჭიკების როლს სააკაშვილის მიერ შექმნილ დანაშაულებრივ სისტემაში, ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ პოლიტიკური ამნისტია. საკუთარი წარსულის გააზრების და გადაფასების შემდეგ, ისინი საკუთარ ადგილს დაიკავებენ საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში“ - აცხადებს ნუგზარ გრძელიშვილი.