სააკაშვილი: ამ პარლამენტმა ხალხს თავი დაამახსოვრა პრეზერვატივებზე ბუსუსების აკრძალვით და პედოფილებისა და ჯაშუშების გაშვებით

სააკაშვილი: ამ პარლამენტმა ხალხს თავი დაამახსოვრა პრეზერვატივებზე ბუსუსების აკრძალვით და პედოფილებისა და ჯაშუშების გაშვებით

ამ პარლამენტმა ხალხს თავი დაამახსოვრა მხოლოდ ორი რამით - პრეზერვატივებზე ბუსუსების აკრძალვით და პედოფილებისა და ჯაშუშების გარეთ გაშვებით  - ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ საგანგებო ტელემიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, ეს სამარცხვინოა და ასეთი რამ არც ერთი პარლამენტის დროს არ მომხდარა.

„ჯერჯერობით დიდი მწუხარებით მიხდება იმის კონსტატირება, რომ ამ პარლამენტმა ხალხს თავი დაამახსოვრა მხოლოდ ორი რამით - პრეზერვატივებზე ბუსუსების აკრძალვით და პედოფილებისა და ჯაშუშების გარეთ გაშვებით. ეს არის სამარცხვინო და მე ვერ ვიხსენებ ასეთ პრეცედენტებს დამოუკიდებლობის შემდეგ, ვერც ერთი პარლამენტის ისტორიაში. მე ამას ვამბობ დიდი გულისტკივილით, დიდი დანანებით, არა როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, არამედ როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქე" - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტი ასე პარლამენტის მიერ ამნისტიის კანონპროექტზე ვეტოს დაძლევის ფაქტს გამოეხმაურა და საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებას სამარცხვინო უწოდა.