რუსი სამხედროების მიერ დაკავებული 3 ქართველი გათავისუფლებულია

რუსი სამხედროების მიერ დაკავებული 3 ქართველი გათავისუფლებულია

რუსი სამხედროების მიერ 5 დღის წინ დაკავებული 3 ქართველი გათავისუფლებულია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქარელის რაიონის სოფელ კნოლევთან, ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დაკავებული, ამავე სოფელში მცხოვრები კობა ბროძელი, სოფელ კოშკში მცხოვრები გერონტი მიხელაშვილი და სერგო გუგუტიშვილი შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტისა და შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის გიორგი დვალიშვილის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთობლივი, ინტენსიური მოლაპარაკების შედეგად, ქართულ მხარეს უვნებლები გადმოეცა.

საქართველოს მოქალაქეები 24 დეკემბერს დააკავეს და ხუთი დღის განმავლობაში ცხინვალში იმყოფებოდნენ.