მამუკა ახვლედიანის დაკითხვა განახლდა

მამუკა ახვლედიანის დაკითხვა განახლდა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის,მამუკა ახვლედიანის დაკითხვა განახლდა.

ახვლედიანი საგამოძიებო სამსახურში დაახლოებით ერთი საათის წინ მივიდა.

„რამდენი დღეც არ უნდა იყოს საჭირო ჩვენებების მიცემისთვის, მე მზად ვარ გამოძიებას ყველა ეპიზოდზე, თითოეულ ფაქტზე მივაწოდო ამომწურავი ინფორმაცია“,- განაცხადა ახვლედიანმა. სავარაუდოდ, ახვლედიანის დაკითხვა ისევ რიყის ტერიტორიასთან დაკავშირებულ საკითხს უკავშირდება.

ამ თემაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს უკვე მესამედ კითხავენ.