მაჭავარიანი: მარტვილში ვითარება არასახარბიელოა

მაჭავარიანი: მარტვილში ვითარება არასახარბიელოა

საპარლამენტო უმცირესობა უმრავლესობას მოუწოდებს თვითმმართველობებში მიმდინარე პროცესებში ჩართოს და არსებული დაძაბული ვითარება განმუხტოს.

მარტვილში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მიხეილ მაჭავარიანმა საგანგებო განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ მოლაპარაკება იყო, რომ თვითმმართველობებსა და გამგეობებს ემუშავათ და ბიუჯეტი მიეღოთ, რომელიც სოციალური ხარჯების დაფინანსებისთვის მნიშვნელოვანია.

მისი თქმით, მარტვილში სიტუაცია არასახარბიელო და დღითიდღე იძაბება.

მიხეილ მაჭავარიანი არ გამორიცხავს, რომ ხვალ, დიპკორპუსის წარმომადგენლებთან ერთად მარტვილში ჩავიდნენ და სხდომა ასეთ ფორმატში ჩატარდეს.