გიორგი ვაშაძე: უმრავლესობა უნდა დაფიქრდეს - თუ რა პრეცედენტს ქმნიან

გიორგი ვაშაძე: უმრავლესობა უნდა დაფიქრდეს - თუ რა პრეცედენტს ქმნიან

საპარლამენტო უმცირესობის შეფასებით, უმრავლესობა ქვეყნისთვის ძალიან საშიშ პრეცედენტს ქმნის, რადგან სახელმწიფოს წინაშე დანაშაულის ჩამდენთა და სამხედრო ამბოხის მომწყობთა ამნისტირებას ახდენს.

როგორც რიგგარეშე სხდომაზე, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, უმრავლესობა უნდა დაფიქრდეს - თუ რა პრეცედენტს ქმნიან და რა შეიძლება მოჰყვეს ამას გრძელვადიან პერსპექტივაში.

ამ  საკითხზე სხდომაზე  სიტყვით გიორგი ბარამიძეც გამოვიდა და განაცხადა, რომ  სჯობს, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს დაელოდონ და პროექტი არ მიიღონ.

„ქვეყნის მეგობრებისთვის სულერთი ნამდვილად არ არის როგორ გამოჩნდება საქართველო მთელი მსოფლიოს შინაშე. საერთაშორისო საზოგადოების აღიარებით, ჩრდილოეთ კორეას ჰყავს 11 პოლიტპატიმარი და რანაირად შეიძლება საქართველოს 200 პოლიტპატიმარი ჰყავდეს? - ეს შეუძლებელია“, - დასძინა მან.