ლევან ვარშალომიძე: დაკითხვაზე ასეთი ლამაზი ბათუმის აშენების გამო დამიბარეს

ლევან ვარშალომიძე: დაკითხვაზე ასეთი ლამაზი ბათუმის აშენების გამო დამიბარეს

აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელის ლევან ვარშალომიძის განცხადებით, ის დაკითხვაზე პრივატიზაციის საკითხებთან დაკავშირებით დაიბარეს.

ამის შესახებ ლევან ვარშალომიძემ დაკითხვაზე მისვლისას განაცხადა.

„დღეს დაკითხვის შესახებ უწყება მომივიდა 16:00 საათზე. როგორც ვიცი, პრივატიზაციის საკითხები აინტერესებთ, ამასთან დაკავშირებით კი შემიძლია გითხრათ, რომ პრივატიზაციის მთავარი შედეგი არის ბათუმი" - განაცხადა ვარშალომიძემ. 

მისივე თქმით, „ასეთი ლამაზი ბათუმის აშენების გამო დაიბარეს".

ლევან ვარშალომიძის გამოჩენას პროკურატურასთან დაპირისპირება მოჰყვა. მას დაკითხვაზე შესვლამდე თან ახლდნენ საკრებულოს ყოფილი და მოქმედი წევრები, ხოლო  პროკურატურასთან ვარშალომიძის მოწინააღმდეგეები იყვნენ შეკრებილი, რომლებმაც ვარშალომიძე დაკითხვაზე „სირცხვილის კორიდორით" შეაცილეს.