უგულავა:  არ შეიძლება, ის ვინც ჯაშუშობდა და  სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძოდა პოლიტპატიმრად გამოაცხადო

უგულავა: არ შეიძლება, ის ვინც ჯაშუშობდა და სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძოდა პოლიტპატიმრად გამოაცხადო

თბილისის მერი გიგი უგულავა ამნისტიის კანონპროექტის შეფასებისას აცხადებს, რომ   სირცხვილია, 200 ადამიანს პოლიტპატიმარი დაარქვა.

„სირცხვილია ის, რომ 200 ადამიანს დაარქვა პოლიტმატიმარი. ყველა საერთაშორისოდ აღიარებული ავტორიტარული და დიქტატურული სახელმწიფო ერთად რომ შეკრიბო, მათ არ ჰყავთ ამდენი პოლიტპატიმარი. ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ ეს პოლიტიკური კონიუნქტურაა. არ შეიძლება, ის ვინც ჯაშუშობდა, ის ვინც სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძოდა და ვინც ტერორიზმს ჩადიოდა,  ასეთად გამოაცხადო“, - განაცხადა უგულავამ.