თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-თბილისი“ 2012 წლის შეჯამება

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-თბილისი“ 2012 წლის შეჯამება

ფრაქცია „ქართული ოცნება თბილისი“  თბილისის საკრებულოში სულ 2 თვეა დაფუძნდა. ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი მუსხელიშვილი 2012 წელს აჯამებს.

„ამ ხნის განმავლობაში ჩვენმა ფრაქციამ დედაქალაქისათვის მნიშვნელოვან  რამოდენიმე საკვანძო საკითხზე ძირეულად იმუშავა და ინიციატივით მიმართა თბილისის საკრებულოს თავჯმდომარესა და ქალაქის მერს, რათა მათ დროულად აღეკვეთათ მერიის მხრიდან კანონდარღვევები. სამწუხაროდ, გიგი უგულავამ ჩვენს მიერ ინიცირებული ისეთი საკითხები უგულებელყო, როგორებიცაა ყვითელი ავტობუსის მძღოლთათვის ხელფასების ზრდა. შეგახსენებთ, მძღოლებისათვის 20% ხელფასების ზრდა ფაქტობრივად არ ცვლის სურათს, რადგან 300-400 ლარის 20% საკმაოდ მცირე თანხაა, მაშინ, როდესაც 9 მლნ ლარი ქალაქის ბიუჯეტში მერიამ ე.წ. ამხანაგობებისათვის პარტიული აქტივისტების შესანახად გაითვალისწინა.

ასევე, ხელის გადაგრეხის პრინციპით ჩაიდო სუბსიდირება დასუფთავების სამსახურისათვის 10 მლნ ლარის სახით, ეს თანხაც დღეს ნაცმოძრაობის აქტივისტების შენახვას ხმარდება და ეს იმ ფონზე, როდესაც თბილისის საბავშვო ბაღებში დღემდე გადასახადია დაწესებული. სამწუხაროდ, არც საკრებულოს უმრავლესობამ და არც ქალაქის მერიამ არავითარი რეაგირება არ მოახდინა ბაღებში გადასახადების გაუქმების ჩვენს ინიციატივაზე. თბილისის მერია დღემდე განაგრძობს მონოპილიზირებული ტენდერების ჩატარებას, სადაც ერთპიროვნული გამარჯვებული მხოლოდ ქალაქის მერიის 100% დაფინანსებული საწარმოები შეიძლება იყოს. ამის ნათელი მაგალითია 19 მილიონიანი ტენდერი შპს „სინათლის ქალაქისათვის“.

ჩვენი ფრაქციისათვის დღემდე მნიშვნელოვან საკითხად რჩება რიყის გასხვისებისა და შემდგომში კოლოსალურ თანხად უკან გამოსყიდვის საკითხი. ყველა ეს საკითხი ოფიციალური  სახით მივაწოდეთ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს, თუმცა უშედეგოდ და ასევე, მივაწოდეთ შესაბამის კანონდამცავ ორგანოებს შემდგომი მოკვლევისათვის.

„კოჰაბიტაციის გზაზე“ თბილისის საკრებულოს უმრავლესობამ დღემდე თავიდან აიცილა ისეთი მნიშვნელოვანი საკითი, როგორიც თბილისის ერთ-ერთი ქუჩისათვის ქალბატონ ირინა ენუქიძის სახელის მინიჭებაა.

ფრაქცია „ქართული ოცნება თბილისის“-თვის, ახალ 2013 წელს პრიორიტეტული იქნება დედაქალაქის მოსახლეობისათვის საჭირბოროტო  სოციალური საკითხები, ხარისხზე ორიენტირებული ინფრასტრუქტურული საკითხები, ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხების მიზნობრივი ხარჯვა და მონოპოლიისა და ელიტარული კორუფციის აღმოფხვრა. გვექნება მუდმივი კონტაქტი და შეხვედრები მოსახლეობასთან“,-აცხადებს მუსხელიშვილი