ქუთაისის მერიასთან გამნაღმველთა ბრიგიდამ საეჭვო ყუთი ააფეთქა

ქუთაისის მერიასთან გამნაღმველთა ბრიგიდამ საეჭვო ყუთი ააფეთქა

ქუთაისის მერიის წინ ამ წუთებში გამნაღმველთა ბრიგიდამ საეჭვო ყუთი ააფეთქა, რომელიც მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო განთავსებული.

როგორც from.ge-ს კორესპონდენტი ქუთაისიდან იტყობინება, მერიის წინ მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, სასწრაფო დახმარება და იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილია მოსახლეობა.

გამნაღმველთა ბრიგადის წარმომადგენლის განცხადებით, უსაფრთხოების მიზნით, ყუთი უნდა შემოწმებულიყო, რის გამოც ის ააფეთქეს.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით იმერეთის გუბერნატორის ვახტანგ ბალავაძის ავტომობილის ახლოს გაურკვეველი წარმოშობის ყუთი შენიშნეს.