საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტში უკვე ინიცირებულია

საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტში უკვე ინიცირებულია

საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტში უკვე ინიცირებულია. ინიციატივას ხელს 78 დეპუტატი აწერს.

უმრავლესობის მიერ წარდგენილი ცვლილებებით გათვალისიწნებულია პრეზიდენტის იმ უფლებამოსილების გაუქმება, რომელიც მას  შესაძლებლობას აძლევს პარლამენტის, ანუ ხალხის ნების წინააღმდეგ გადააყენოს არსებული მთავრობა, ხოლო შემდეგ შექმნას და განუსაზღვრელი ვადით შეინარჩუნოს თავისთვის სასურველი მთავრობა.

ამავდროულად, ცვლილებებით, თუ  პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პარლამებტი აღარ გამოხატავს ხალხის ნებას, მას უფლება ექნება დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს მისი რიგგარეშე არჩევნები ნებისმიერ დროს, მათ შორის პარლამენტის არჩევნების ჩატარებიდან 6 თვისა და პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ბოლო 6 თვის განმავლობაში. ამასთანავე, ახალი პარლამენტის მიერ ახალი მთავრობის შექმნამდე, მთავრობის მოვალეობის შესრულებას აგრძელებს გადაყენებული მთავრობა.

უმრავლესობის განმარტებით, სანამ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ძალაში შევა, კონსტიტუციის ის ცვლილებები, რომლითაც აღმასრულებელი ხელისუფლება მთლაიანად გადავა მთავრობის ხელში, უზრუნველყოფს შესაძლო პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილებას და სტაბილურობის შენარჩუნებას.