ლავროვი: ამერიკელები „ცივი ომის“ რეალიებით ცხოვრობენ

ლავროვი: ამერიკელები „ცივი ომის“ რეალიებით ცხოვრობენ

 რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ამერიკელი დიპლომატების ნაწილი ისევ“ცივი ომის“ რეალიებითცხოვრობს, ეს კი ორი ქვეყნის ურთიერთობებზე უარყოფითად  აისახება.

„ერთი ანტირუსული დოკუმენტის მეორეთი შეცვლა, მოწმობს იმას, რომ ამერიკელი დიპლომატების ერთი ნაწილი წარსულით და „ცივი ომის“ რეალიებით ცხოვრობს.ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ“მაგნიტსკის აქტის “მიღება აუცილებლად აისახებოდა ორმხრივ ურთიერთობებზე და ასეც მოხდა“,-განაცხადა რუსეთის პირველმა დილომატმა.

სერგეი ლავროვის განცხადებით არ შეიძლება სირიის მიმართ“ორმაგი თამაში“ და აღნიშნა, რომ ასეთი ნაბიჯები სახიფათოა და ის კონფლიქტის მილიტარიზაცამდე მიგვიყვანს.

„უნდა შეწყდეს მძაფრისამხედრო კონფრონტაცია, რომელსაც ადამიანთა ტანჯვამდე და მათი სიცოცხლის ხელყოფამდე მივყავართ. ეს არამარტო სირიის სახელმწიფოს განადგურებას, არამედ კრიზისი მეზობელ ქვეყნებზე გადადებასაც გამოიწვევს“,–აღნიშნა ლავროვმა.