თბილისის რამდენიმე უსახელო ქუჩას სახელები ეწოდა

თბილისის რამდენიმე უსახელო ქუჩას სახელები ეწოდა

თბილისის რამდენიმე უსახელო ქუჩას სახელები ეწოდა. საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა სხვა საკითხებთან ერთად, თბილისში რამდენიმე უსახელო ქუჩისთვის სახელების დარქმევის თაობაზე იმსჯელეს.

საკითხი განსახილველად სახელებისა და სიმბოლოკის კომისიის თავმჯდომარემ ლაშა იმედაშვილმა გამოიტანა.

საკრებულოს წევრების გადაწყვეტილებით თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში ივანე ბერიტაშვილის ქუჩის გაგრძელებას და მასთან მდებარე უსახელო ჩიხს ივანე ბერიტაშვილის სახელი ეწოდა, ხოლო გლდანი-ნაძალადევის რაიონში გარეჯის ქუჩასთან მდებარე სამ უსახელო შესახვევს გარეჯის სახელი მიენიჭა. თემქის დასახლებაში მდებარე უსახელო ქუჩას თემქის, გლდანი-ნაძალადევის რაიონში დავით ნიშნიაძის ქუჩის გაგრძელებას კი, ნიშნიანიძის სახელი ეწოდა.