მაია სიდამონიძე ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობას პირველი იანვრიდან დატოვებს

მაია სიდამონიძე ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობას პირველი იანვრიდან დატოვებს

ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე თანამდებობიდან წასვლას ხელისუფლების ცვლილებას არ უკავშირებს.

როგორც მან ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, ახალი ხელისუფლების მხრიდან თანამდებობის დატოვების შესახებ მის მიმართ არანაირი მინიშნება არ ყოფილა და ის თანამდებობიდან 1-ელი იანვრიდან მიდის.

„რეალურად ხელისუფლებას არ უკავშირდება ჩემი თანამდებობიდან წასვლა იქიდან გამომდინარე, რომ მეც და ჩემი გუნდიც ვიყავით სახელმწიფო და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის სამსახურში. მთავარი იყო ის კურსი, რომელსაც ამ კუთხით წინა ხელისუფლება ატარებდა და იმედია, ეს კურსი გაგრძელდება" - აცხადებს ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

მაია სიდამონიძეს თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ერთ-ერთ ყველაზე დიდ მიღწევად მიაჩნია ის, რომ ტურისტული კუთხით საქართველოს ცნობადობა მსოფლიო ბაზარზე გაიზარდა. ამასთან, სიდამონიძე სამუშაოდ კერძო სამუშაოდ სექტორში გადასვლას გეგმავს. მისთვის უცნობია, თუ ვინ დაიკავებს ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობას და გამოცხადდება თუ არა ამ პოსტზე ისევ კონკურსი.

მაია სიდამონიძე ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელად 2010 წლის აგვისტოში, კონკურსის შემდეგ დაინიშნა.