მაია ფანჯიკიძე: „ქართულ ოცნებას“ არანაირი შიში არ აქვს იმის, რომ ხალხის მხარდაჭერა დააკლდება

მაია ფანჯიკიძე: „ქართულ ოცნებას“ არანაირი შიში არ აქვს იმის, რომ ხალხის მხარდაჭერა დააკლდება

საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე მთავრობის და პარლამენტის შესაძლო დათხოვნასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრ, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა.

ფანჯიკიძის განცხადებით, ახლა რომ არჩევნები ჩატარდეს შეიძლება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 5 %-იანი ბარიერიც კი, ვერ გადალახოს.

ფანჯიკიძის თქმით, პრემიერმა ძალიან მკაფიოდ ჩამოაყალიბა თავისი პოზიცია და მან ამით ისიც თქვა, რომ „ქართულ ოცნებას“ არანაირი შიში არ აქვს იმის, რომ ხალხის მხარდაჭერა დააკლდება.

„თუკი ეს არის კოჰაბიტაციის ის გაგება, რომელიც აქვს მეორე მხარეს,  ანუ ოპოზიციას, მათ შეუძლიათ გამოიყენონ ის უფლება, რომელიც აქვთ კონსტიტუციით მინიჭებული, მაგრამ ეს არ გამოიწვევს არავითარ შემთხვევაში ძალთა ცვლილებებს, პირიქით, მე მგონია ახლა რომ ჩატარდეს არჩევნები „ქართულ ოცნებას“ უფრო მეტი მხარდაჭერა ექნება, ვიდრე ჰქონდა პირველი ოქტომბრის არჩევნებში და „ნაციონალურ მოძრაობას“ სერიოზული პრობლემებიც შეექმნება. მე ვფიქრობ, შეიძლება მათ 5%-იანი ბარიერიც კი ვერ გადალახონ ისეთი განწყობაა“, - განაცხადა  ფანჯიკიძემ.

მისივე თქმით, პრემიერმა ძალიან მკაფიოდ გამოხატა თავისი პოზიცია. ასევე, მთავრობას აქვს მტკიცე პოზიცია

„და მას ვერ შეარყევს ვერავითარი კოჰაბიტაცია, რომელიც ოპონენტების მხრიდან სხვანაირად არის გაგებული და რომელიც ნამდვილად არ წაადგება ქვეყანას“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.