სამართალდამცავებმა მკვლელობა გახსნეს

სამართალდამცავებმა მკვლელობა გახსნეს

სამართალდამცავებმა თბილისში, ბახმაროს ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს.

შსს-ს ინფრომაციით, 1963 წელს დაბადებული ვაჟა ა. 1949 წელს დაბადებული ციალა ნიკოლიძის განზრახ მკვლელობისთვის დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ციალა ნიკოლიძის ოჯახსა და ვაჟა ა-ს საცხოვრებელი ფართის გამო წლების განმავლობაში უთანხმოება ჰქონდათ. 25 დეკემბერს, თბილისში, დაახლოებით 16:00 საათზე, ბახმაროს ქუჩაზე ვაჟა ა. ჩაუსაფრდა ციალა ნიკოლიძეს და ცეცხლსასროლი იარაღით, ზურგის არეში რამდენიმე გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა. ქალბატონი ადგილზევე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, დანაშაულის ადგილიდან, მკვლელობის იარაღი - „ნაგანის" სისტემის რევოლვერი, 4 ცალი მასრა და 2 ტყვიის გულა ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლების პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს. საქმეს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილება იძიებს.