უსუფაშვილი: იმედია, აპარატის თანამშრომლები შემდგომ ახალ წელს ოჯახებთან ბევრად ახლოს იქნებიან

უსუფაშვილი: იმედია, აპარატის თანამშრომლები შემდგომ ახალ წელს ოჯახებთან ბევრად ახლოს იქნებიან

პარლამენტის ფოიეში საახალწლო კორპორატიული მიღება გაიმართა.  პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს დამდეგი ახალი წელი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა და ექს სპიკერმა, დავით ბაქრაძემ მიულოცეს.

უსუფაშვილის შეფასებით, პარლამენტის თავმჯდომარეები და დეპუტატები იცვლებიან, ხოლო უწყების, როგორც ინსტიტუციის შენარჩუნება, აპარატის მუშაობაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული.

„აპარატის თანამშრომლები ახალ წელს საკუთარი ოჯახებიდან დაცილებით პირველად ხვდებიან  და იმედია, რომ შემდგომ ახალ წელს ისინი ოჯახებთან ბევრად ახლოს იქნებიან“, - დასძინა უსუფაშვილმა, რასაც აპარატის თანამშრომელთა ტაში მოჰყვა.

ექს სპიკერმა კი აქცენტი პოლიტიკური ძალებს შორის კოჰაბიტაციის პროცესზე გააკეთა და განაცახდა, რომ ამ კუთხით, დღეს გამართული პარლამენტის რიგგარეშე სხდომა სამაგალითო იყო, რადგან კანონპროექტებთან დაკავშირებით უმრავლესობის რიგი მოსაზრებები გაზიარებულ იქნა.

პარლამენტის ფოიეში ნაძვის ხეც დგას.