ეკა ბესელია: პრეზიდენტმა გამოიწვია პარლამენტი და ჩვენ ვიღებთ ამ გამოწვევას

ეკა ბესელია: პრეზიდენტმა გამოიწვია პარლამენტი და ჩვენ ვიღებთ ამ გამოწვევას

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას მიიჩნევს, პრეზიდენტმა პარლამენტი გამოიწვია და ის ამ გამოწვევას იღებს.

ამის შესახებ ბესელია სოციალურ ქსელ Facebook-ში, საკუთარ გვერდზე წერს.

„საქართველოს პარლამენტი გამოწვევის წინაშე დადგა - პრეზიდენტმა გამოიწვია პარლამენტი. ჩვენს მიერ მიღებულ ამნისტიის კანონს დაადო ვეტო და ვიღებთ ამ გამოწვევას. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ეს არ არის ის პარლამენტი, რომელსაც საკუთარ სურვილებზე ატარებს სააკაშვილი. ეს პარლამენტი ხალხის ნება-სურვილის აღმსრულებელია და არა სააკაშვილის. მე მჯერა, ჩვენ შევძლებთ ხვალაც და პარლამენტის შემდგომი საქმიანობაც იყოს მართლაც ხალხის ნების გამომხატველი. ვიცი რამდენი ადამიანი ელოდება ამას და ეს მოლოდინი სიხარულით დასრულდება" - წერს ბესელია.