პარლამენტმა მანდატურებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

პარლამენტმა მანდატურებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი 79 მომხრე ხმით, ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა, რომელიც სკოლის მანდატურებთან დაკავშირებულ უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს.

პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, პირადი გასინჯვა და მასთან დაკავშირებული პროცედურები, ასევე მანდატურის მიერ ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების წესი ზუსტდება.

კანონით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურად დასანიშნად პირს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრების ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული მოსამზადებელი კურსების გავლა აღარ მოეთხოვება და მანდატურების მოსამზადებელი კურსები მხოლოდ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით იქნება დამტკიცებული.

ამასთან, მომავალში, სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით, სკოლის დირექტორი მანდატურს   თანამდებობაზე მოხსნის და  დანიშნავს.