გაბაშვილი: ვეტოს დადებაში ლოგიკა პასუხიმგებლობის აღებაშია

გაბაშვილი: ვეტოს დადებაში ლოგიკა პასუხიმგებლობის აღებაშია

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, გოკა გაბაშვილის შეფასებით, პრეზიდენტისთვის რუსეთის ჯაშუშების ციხიდან გამოშვება წარმოუდგენელია, რის გამოც, „ამნისტიის შესახებ“ კანონპორექტზე ვეტოს დადება ლოგიკურია.

როგორც from.ge-ს გაბაშვილმა განუცხადა, ბუნებრივი იყო, რომ პრეზიდენტი ამ კანონპროექტს,  ვეტოს დაადებდა.

„პრეზიდენტს ზოგადად ამნისტიის საწინააღმდეგ არაფერი ჰქონდა, ის ამინისტიას როგორც ჰუმანურ აქტს ეთანხმება, მაგრამ ძალიან პოლიტიზირებული საკითხია ე.წ. პოლიტპატიმრებისა და პოლიტდევნილების საკითხი და პრეზიდენტი თავისი ხელმოწერით არ დაადასტურებდა იმას, რომ საქართველოში არიან პოლიტდევნილები და პოლიტპატიმრები“, - აცხადებს გაბაშვილი.

კანონმდებელი მიიჩნევს, რომ ამ ვეტოს გადალახვა უმრავლესობას მოუწევს და ამ საკითხზე, პასუხისმგებლობასაც სწორედ უმრავლესობა აიღებს.

„რაც შეეხება ამნისტიის სხვა მუხლებს, პრეზიდენტს საწინააღმდეგო არ ჰქონდა, მაგრამ ვეტოს დადებაში ლოგიკა პასუხიმგებლობის აღებაშია. რუსეთის ჯაშუშების გამოშვება პრეზიდენტითვის წარმოუდგენელია. რუსეთშიც არიან დაკავებული ადამიანები,  რომელთაც ქართუილ მხარესთან თანამშრომლობაში ბრალი ედებათ და მაშინ გაცვლაზე გვესაუბრა“, - აცხადებს გაბაშვილი.

პრეზიდენტის განცხადებით, ის „ამნისტიის შესახებ“ პროექტს ვეტოს დაადებს, სტატუს მინიჭებულ სიაში ქვეყნის გადამტრიალებლები არიან.