ისრაელი: ამერიკა სირიაში შეჭრისთვის ემზადება

ისრაელი: ამერიკა სირიაში შეჭრისთვის ემზადება

ისრაელის სტრატეგიული საკითხების მინისტრის მოშე იალონის განცხადებით,  ამერიკის შეერთებული შტატები სირიაში სამხედრო შეჭრის ოპერაციისთვის ემზადება.

მინისტრის ამ განცხადებას ისრაელის გამოცემა „არუც შევა“ აქვეყნებს.იალონის განცხადებით, მიუხედავად იმის, რომ თეთრ სახლს მშვიდი იერი აქვს შენარჩუნებული, სინამდვილეში უკიდურესად შეშფოთებულია სირიაში მიმდინარე პროცესებით, მინისტრის განცხადებით, ისრაელი და ამერიკა ერთად განიხილავენ  სირიაში მიმდინარე პროცესებს, რომლის შედეგებმაც შესაძლოა მთელ რეგიონზე უარყოფითად იმოქმედოს. ამერიკის განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის რეჟიმმა, შესაძლოა მოსახლეობის წინააღმდეგ, ქიმიური იარაღი გამოიყენოს.