ამნისტიის შესახებ კანონპროექტი პრეზიდენტს ხელმოსაწერად გაეგზავნა

ამნისტიის შესახებ კანონპროექტი პრეზიდენტს ხელმოსაწერად გაეგზავნა

ამნისტიის შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა პრეზიდენტს ხელმოსაწერად უკვე გაუგზავნა. პარლამენტის აპარატის შესაბამისი დეპარტამენტის ინფორმაციით, ამნისტიის შესახებ კანონი დღის მეორე ნახევარში გაიგზავნა.

კონსტიტუციით დადგენილი წესით, პარლამენტი კანონს დამტკიცებიდან 7 დღის განმავლობაში პრეზიდენტს უგზავნის, ხოლო პრეზიდენტს ხელმოსაწერად ათდღიანი ვადა აქვს.

ამასთან პარლამენტში, როგორც უმრავლესობაში ასევე უმცირესობაში არ გამორიცხავენ, რომ ამნისტიის პროექტს მიხეილ სააკაშვილმა ვეტოს დაადოს.

უმრავლესობა ვეტოს დაძლევისათვის ემზადება, რისთვისაც დღევანდელ პარლამენტში 89 ხმა სჭირდება.