თეა წულუკიანი: მოსამართლეებს ექნებათ ყველანაირი ინსტრუმენტი, რომ  თავიანთი ბედი თვითონ განკარგონ

თეა წულუკიანი: მოსამართლეებს ექნებათ ყველანაირი ინსტრუმენტი, რომ თავიანთი ბედი თვითონ განკარგონ

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა იუსტიციის სამინისტროში საერთო სასამართლოების თემაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ რეფორმის შედეგად, მოსამართლეებს ექნებათ ყველანაირი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ თვითონ განკარგონ თავიანთი ბედი.

„ის ცვლილებები, რაც შეტანილი გვაქვს ჩვენ, იუსტიციის სამინისტროს, როგორც მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში, საერთო სასამართლოების რეფორმას იწვევს იმ კუთხით,  რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო გახდება რეალურად იუსტიციის უმაღლესი საბჭო და არა თავმჯდომარე-მოსამართლეთა საბჭო, როგორიც ის არის დღეს, რამდენიმე თავმჯდომარე-მოსამართლის წყალობით თუ ბრალით. ჩვეულებრივ მოსამართლეებს მიეცემათ ყველანაირი ინსტრუმენტი იმისათვის, ამ რეფორმის შედეგად, რომ მათ თვითონ განკარგონ თავიანთი ბედი, თვითონ გადაწყვიტონ რა სჯობს მართლმსაჯულებისათვის და შიდა ორგანიზაციული და დისციპლინური საკითხები შიდა დემოკრატიული წესებით გადაწყვიტონ. ეს არის ძალიან დიდი საფუძველი იმისთვის, რომ დაახლოებით ერთ წელიწადში, ჩვენ მივიღოთ გამართული და რეალურად დამოუკიდებელი მართლმსაჯულება საქართველოში“,- განაცხადა წულუკიანმა.