ახალი წლის დღესასწაულის დაკავშირებით, დაცვის პოლიცია მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს

ახალი წლის დღესასწაულის დაკავშირებით, დაცვის პოლიცია მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ახალი წლის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, სპეციალური რეკომენდაციით მიმართავს მოსახლეობას და მოუწოდებს, სტრატეგიული ობიექტების მიმდებარედ არ გამოიყენონ სადღესასწაულო პიროტექნიკა და მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების ნორმები.

„დედაქალაქსა და ქვეყნის ყველა სხვა რეგიონში ე.წ. პიროტექნიკა დღესასწაულის აღნიშვნის განუყოფელ ნაწილად იქცა. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულია, რომ ამ ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენება დაუშვებელია სხვადასხვა სტრატეგიულ ობიექტებზე და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე.

დაცვის პოლიციის მიერ დაცულია საქართველოს ოთხი აეროპორტის (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი და მესტია) უსაფრთხოება, ასევე, დიპლომატიური წარმომადგენლობების, საელჩოების, საკონსულოების და რეზიდენციების უსაფრთხოება. დაცვის პოლიცია მოუწოდებს საზოგადოებას - აღნიშნულ სტრატეგიულ ობიექტებზე და მათ მიმდებარედ არ იქნას გამოყენებული სადღესასწაულო პიროტექნიკა"-ნათქვამია დაცვის პოლიციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, 31 დეკემბერს და 1 იანვარს დაცვის პოლიცია გაძლიერებულ რეჟიმში იმუშავებს.