ონიშენკო: ქართველ მწარმოებლებთან იანვრის დღესასწაულების შემდეგ გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს

ონიშენკო: ქართველ მწარმოებლებთან იანვრის დღესასწაულების შემდეგ გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს

როსპოტრებნადზორის ხელმძღვანელის გენადი ონიშენკოს განცხადებით, ახალი წლის დღესასწაულების შემდეგ, ისინი ქართველ მწარმოებლებთან მოლაპარაკებებს განაახლებენ.

„ამ გაჭიანურებული დღესასწაულების შემდეგ, ჩვენ მოლაპარაკებებს განვაახლებთ“,-განაცხადა ონიშენკომ.

როსპოტრებნადზორის ხელმძღვანელის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ქართული ალკოჰოლური პროდუქციის რეგისტრაცია მოხდება რუსულ  ბაზარზე , შემდეგ უკვე გაიცემა   რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის დაშვების სერთიფიკატი, თუმცა ახალი წლის დღესასწაულის შემდეგ, შესაძლებელია რუსი ექსპერტების საქართველოშიც ჩასვლაც.