ჩინეთის სავაჭრო ცენტრში ზვიგენები მყიდველებს თავზე დაეცნენ

ჩინეთის სავაჭრო ცენტრში ზვიგენები მყიდველებს თავზე დაეცნენ

ჩინეთის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში, მოულოდნელად  უზარმაზარი აკვარიუმი გასკდა. მყიდველებს 33 ტონა წყალთან ერთად, მოულოდნელად თავს დაეცათ ზვიგენები, კუები და იშვიათი ჯიშის თევზები , რომლებიც აკვარიუმში იმყოფებოდნენ.

რამდენიმე ადამიანმა დაზიანებები მიიღო, ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.წყლის ცხოველები კი ყველა გარდაიცვალა. სამართალდამცავების განმარტებით, აკვარიუმის გახეთქვა წყლის ტემპერატურის ცვლილებამ გამოიწვია.

წყლის აკვარიუმში ჩინეთის სავაჭრო ცენტრში ორი წლის წინ დაამონტაჟეს. ის საკმაოდ პოპულარული გახდა არა მარტო ტურისტებს, არამედ ადგილობრივ მცხოვრებლებს შორისაც. ასობით ადამიანი იშვიათი და ეგზოტიკური ჯიშის ცხოველების სანახავად ყოველდღიურად მოდიოდა.

Orient Shopping Center-ის ადმინისტრაციის განცხადებით, ისინი აკვარიუმის აღდგენას არ აპირებენ.