მაჭავარიანი: პრეზიდენტს ამნისტიის პროექტი გადაუგზავნონ და იქნებ ყველაფერი სხვანაირად ხდება

მაჭავარიანი: პრეზიდენტს ამნისტიის პროექტი გადაუგზავნონ და იქნებ ყველაფერი სხვანაირად ხდება

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, მიხეილ მაჭავარიანის ინფორმაციით, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ამ დრომდე,  არ გადაგზავნია.

როგორც from.ge-ს მაჭავარიანმა განუცხადა, მან გუშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სპეციალურად დარეკა და დოკუმენტი უწყებაში 23:00 საათზე საათზეც კი არ იყო გადაგზავნილი.

„კანონპროექტი არ არის გადაგზავნილი. არ არის სწორი, როდესაც უმრავლესობის წევრებს შეცდომაში შეჰყავთ მოსახლეობა. ეს დოკუმენტი აქედან გაგზავნილი არ იყო“, - აცხადებს დეპუტატი.

რაც შეეხება იმას, პრეზიდენტი  ვეტოს დაადებს თუ არა, კანონმდებელი საზოგადოებას მოვლენების დალოდებას ურჩევს.

„მოვლენებს უნდა დაველოდოთ. ჯერ წავიდეს და იქნებ ყველაფერი სხვანაირად ხდება“, - დასძინა მან.