ამნისტიის შესახებ კანონპროექტი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამ დრომდე არ შესულა

ამნისტიის შესახებ კანონპროექტი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამ დრომდე არ შესულა

ამნისტიის შესახებ კანონპროექტი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამ დრომდე არ შესულა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მაჯგალაძემ განუცხადა.

მისი განმრატებით, ამ ეტაპზე კონკრეტული ინფორმაციის მიწოდება მედიისთვის არ შეუძლია, რადგან საბოლოო გადაწყვეტილებას პრეზიდენტი ადმინისტრაციაში კანონპროექტის შესვლის შემდეგ მიიღებს.

„შესაბამისად, მანამდე, ვიდრე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კანონპროექტი არ გადმოგზავნილა, სხვადასხვა ტონით საუბარი და სპეკულირება ამ თემაზე უხერხულია. საქართველოს პრეზიდენტს გადაწყვეტილების მისაღებად კანონპროექტის შემოსვლიდან 10 დღის ვადა აქვს. დაადებს თუ არა ვეტოს პრეზიდენტი ამ კანონპროექტს, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ჩვენთან კანონოპროექტი შემოვა. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ ვიღაც ჰუმანური ან ვიღაც არაჰუმანურია, ზედმეტია" - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ.