ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი „112

ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი „112" მოინახულა

შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს, სსიპ - „112“-ში იმყოფებოდა. მინისტრი თანამშრომლებს  გაესაუბრა და ახალი წლის დღეებთან დაკავშირებით, „112“-ის მუშაობის საგანგებო გრაფიკის  მზადყოფნა გადაამოწმა.

 „112“ სრულად არის მობილიზებული და ახალი წლის დღეებში  მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე გადადის.

საგანგებო სიტუაციების შესახებ შეტყობინებებს, „112“, მთელი საქართველოს მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში მიიღებს.

დასვენების დღეებში,  „112“-ის თანამშრომლები შეტყობინებების განსაკუთრებულ ზრდას ელოდებიან. 

შესაბამისად, საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი, სხვა სამსახურებთან   (სახანძრო-სამაშველო სამსახური, საპატრულო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრი) ერთად, მზად არის მიიღოს და სწრაფი რეაგირება მოახდინოს ყველა სახის  შეტყობინებაზე.

შინაგან საქმეთა მინისტრმა დადებითად შეაფასა „112“-ის მუშაობა და თანამშრომლებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა.