ნოდარ ხადური: „მადნეულსა

ნოდარ ხადური: „მადნეულსა" და „კვარციტში" საგამოძიებო სამსახურის შესვლის საფუძველი ოპერატიული ინფორმაცია გახდა

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, „მადნეულსა" და „კვარციტში" საგამოძიებო სამსახურის შესვლის საფუძველი გარკვეული ოპერატიული ინფორმაცია გახდა.

ამის შესახებ მინისტრმა „მადნეულსა" და „კვარციტში" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესვლის შესახებ ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა.

„საგადასახადო შემოწმება ტარდება მხოლოდ ერთი მიზნით, რათა გავერკვიოთ, რამდენად კეთილსინდისიერია გადასახადის გადამხდელი და რამდენად არის ის სახელმწიფო ბიუჯეტთან პირნათელი. სხვა ამოცანა შემოწმებას არ გააჩნია" - განაცხადა ხადურმა.

კომპანიების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური კომპანიების „მადნეულის" და „კვარციტის" შემოწმებას დღის ბოლომდე დაასრულებს.