ელექტროენერგიისა და დასუფთავების გადასახადის ერთმანთზე მიბმა აღარ მოხდება და საბავშვო ბაღებში გადასახადიც გაუქმდება

ელექტროენერგიისა და დასუფთავების გადასახადის ერთმანთზე მიბმა აღარ მოხდება და საბავშვო ბაღებში გადასახადიც გაუქმდება

ელექტროენერგიისა და დასუფთავების გადასახადის ერთმანთზე მიბმა კანონმდებლობით დაუშვებელი იქნება.

ამასთან დაკავშირებით ცვლილებები საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, თინათინ ხიდაშელმა მოამზადა, რომელიც პარლამენტში უკვე დაარეგისტრირა.

ხიდაშელის განმარტებით, ცვლილებები  „დედაქალაქის შესახებ“ და „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ კანონებში ცვლილება შედის, რომელიც  ნაგვისა და ელექტროენერგიის გადასახადის ერთმანეთთან მიბმის აკრძალვას გულისხმობს.

„კანონპროექტით,  დამატებით გადასახადის შემოღება  აკრძალული იქნება და ვერც ერთი თვითმმართველობა დამატებით გადასახადს ვერ შემოიღებს“, - განაცხდაა ხიდაშელმა.

გარდა ამისა,  ხვალ პარლამენტში კიდევ ერთი პროექტის ინიცირება მოხდება, რომლის მიხედვითაც, საბავშვო ბაღებში გადასახადი აღარ იქნება.

„კონსტუტიციაში წერია, რომ არ შეიძლება საბავშვო ბაღებში საფასური იყოს“, - დასძინა მან.