ალექსი პეტრიაშვილი: ხელი მოეწერება ხელშეკრულებას, რომელიც ევროკავშირის მიერ 60 მლნ ევროს გამოყოფას ითვალისწინებს

ალექსი პეტრიაშვილი: ხელი მოეწერება ხელშეკრულებას, რომელიც ევროკავშირის მიერ 60 მლნ ევროს გამოყოფას ითვალისწინებს

2013 წლის იანვარში ხელი მოეწერება ხელშეკრულებას, რომელიც ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის 60 მილიონი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს - ამის შესახებ წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა.

„იანვარში იგეგმება ხელის მოწერა შეთანხმებაზე, რომელიც 60 მილიონ ევროს ოდენობის დახმარებას გულისხმობს"- განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

მინისტრის განმარტებით, აქედან 20 მილიონი ინსტიტუციური მშენებლობების პროგრამებზე იქნება გათვალისწინებული, ხოლო 40 მილიონი სოფლის მეურნეობის, კერძოდ აგრარული სექტორის განვითარებას მოხმარდება. როგორც სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, მიმდინარეობს მუშაობა, შემდგომში ასევე ეროვნული ინდიკატორი პროგრამის გეგმის ფარგლებში, 70-მილიონიან პაკეტზე მოხდეს შეთანხმება.